თეგი: გია ვოლსკი

გიორგი ვოლსკი: შეიძლება, ღარიბაშვილისა და ალიევის პრესკონფერენციაზე დავით-გარეჯზე საუბარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თემა დღის წესრიგიდანაა მოხსნილი

შეიძლება პრესკონფერენციაზე დავით-გარეჯზე საუბარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თემა დღის წესრიგიდანაა მოხსნილი. დავით გარეჯის თემა არის და იქნება ჩვენი სამუშაოს დღის წესრიგში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია "დარწმუნებული იყავით, დავით გარეჯის თემა არის და იქნება ჩვენი სამუშაოს დღის წესრიგში. საგანგებო ვითარებაა შექმნილი, როცა მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და აზერბაიჯანი თავის თავზე ვალდებულებას იღებს, ამ ურთულეს პერიოდში ევროპა მოამარაგოს ენერგორესურსებით. ამ საკითხებზე იყო საუბარი და არც ერთი ეს სტრატეგიული თემა არ არის ყურადღების ქვეშ "ნაცმოძრაობისთვის". დავით გარეჯაზეც იქნება საუბარი რასაკვირველია, ეს თემა მუდმივია, ეს არის ჩვენი პერმანენტული ტკივილი, რაც სამწუხაროდ, დაგვიტოვა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც გარკვეული ტელევიზიები წარმოადგენენ. შეიძლება პრესკონფერენციაზე საუბარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თემა დღის წესრიგიდან არის მოხსნილი”,- განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი დღის წესრიგში, კიდევ ერთხელ 2020 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დადგა, რაც აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი ექსპერტი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. საკითხი ყურადღების ცენტრში 2019 წლის აპრილშიც იყო, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს. აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვარი, არსებული ფორმით, 1938 წელს, საბჭოთა კავშირის პირობებში დადგინდა და ორმხრივად შეთანხმდა. თუმცა, დადგენილია სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილი - 294 კილომეტრი 446 კილომეტრიანი ზოლიდან. სწორედ შეუთანხმებელი საზღვრის დადგენაზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ივერი მელაშვილი უძღვებოდა.  

არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით - ვოლსკი

არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა. ამერიკელი ტოქსიკოლოგი სასამართლო პროცესზე: სააკაშვილი, სხვადასხვა მეტალით იყო მოწამლული, მათ შორისაა, ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი „ამერიკელი ექსპერტის თაობაზე გავრცელებულია ინფორმაცია, როცა მან გარკვეულწილად ითაღლითა კონკრეტული ადამიანის შეფასებაზე. არ შეიძლება, ადამიანის მდგომარეობა შეაფასო მისი გაუპარსავობით, დაუბანლობით და თმების დაუვარცხნელობით. უცხოური საექსპერტო დასკვნა არსებობს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლი გარკვეულ ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ გაცილებით დაბლაა საშიში ნიშნულიდან. მისი საკითხი ამით უნდა შეფასდეს და არა პოლიტიკური განცხადებებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს პირველ დეკემბერს მიმართეს. საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება, შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით - ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით. კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა "კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია იმ ვითარების, რომელიც 2008- ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ. იარაღის შესყიდვა ჯანსაღი ოპერაციაა, მაგრამ საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამილიონერება - გამდიდრებას, ვისაც წინა დღით არაფერი ებადა და უცბად, ომის შემდგომ პერიოდში ხდება მილიარდერი და საქართველოში კიდევ პოლიტიკას და მედიას აფინანსებს. განცხადების არაადეკვატურობას რაც შეეხება, ეს ახასიათებთ ზოგიერთ ჩინოსნებს, მაგრამ მე ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით", - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა.  

"ნაციონალური მოძრაობის" ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი - ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის, "ნაციოანლური მოძრაობის" ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა მისი თქმით, კეზერაშვილი შეარჩიეს რევოლუციური გეგმის აღმსრულებლად, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, ხოლო კეზერაშვილმა თავის წარმომადგენლად ხაბეიშვილი შეარჩია. „კეზერაშვილი შეარჩიეს საუკეთესო აღმსრულებლად ამ რევოლუციური გეგმის, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, მაგრამ რამდენად იქნება ეს ტრადიციული „ნაციონალური მოძრაობა“ ტრადიციული ადამიანების დაქვემდებარების ან ხელმძღვანელობის ქვეშ, ამ შეკითხვებს პასუხს გასცემს მომავალი. რეალურად, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ 50 ათასი „ნაცის“ ფარგლებში 4 კანდიდატი იქნა შერჩეული და ამ 50 ათასი ადამიანის, ამომრჩევლის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ კეზერაშვილი, უფრო სწორად ხაბეიშვილი უნდა ჩაუდგეს სათავეში გაერთიანებას, ერთ დროს პოლიტიკურ გაერთიანებას,“ - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.   

თითქოს სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებას კი არ უწევენ, მოწამლულიც კი არის. ამაში მილიონები დახარჯეს - ვოლსკი

საკმაოდ დიდი თანხებია დახარჯული, რომ პიარკომპანიამ ისაუბროს, თითქოს სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებას კი არ უწევენ, მოწამლულიც კი არის. ამაში მილიონები დახარჯეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. „არ გამოვრიცხავ, რომ ეს ინფორმაცია იყოს შეცდომაში შეყვანის ერთ-ერთი რესურსი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, მაგრამ საოცრება ის არის, რომ არცერთი მათგანი სააკაშვილს არ მოუწოდებს რეკომენდაციების შესრულებას. ერთადერთი სტრასბურგის სასამართლო იყო, რომელმაც სააკაშვილს მოუწოდა, დამორჩილებოდა იმ რეჟიმს, რომელშიც მისივე დანაშაულების გამო მოხვდა. მას ოჯახის წევრები არ მოუწოდებენ, რომ სრულფასოვანი კვება მიიღოს. კონკრეტული საავადმყოფო კომპეტენტურია იმისთვის, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს. ის, რომ ხელისუფლებას მიმართავენ, ამ თემაზე გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არაკომპეტენტურია, რადგან გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. პატიმარს, რომელიც გადაწყვეტს, თვითდაზიანება მიიღოს, არ შეიძლება, გზა თავისუფლებისკენ ჰქონდეს გახსნილი, რადგან ცუდ პრეცედენტს წარმოშობს“, – განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

მანდატის დატოვების სურვილი ვინმეს თუ ექნება, ეს თავისი გადასაწყვეტია - ვოლსკი

მანდატის დატოვების სურვილი ვინმეს თუ ექნება, ეს თავისი გადასაწყვეტია. არავისზე მიმდინარეობს პარტიული ზეწოლა, რაზეც ცალკეული პირები ლაპარაკობენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. „პირადად არ მისაუბრია, მაგრამ ამაში სკანდალურიც არაფერია, თუმცა არც თუ სასიამოვნო პროცესია. ფაქტია, ადამიანებს დამოუკიდებელ დეპუტატად საქმიანობის გაგრძელება არ სურთ. იმიტომ, რომ არ სურთ, „ქართული ოცნება“ დატოვონ და სურთ, იმუშაონ სპეციალობის მიხედვით, რაზეც განცხადებებს აკეთებენ. ამაში ორი აზრი, რაიმე დაფარული მოსაზრება არ არსებობს. როგორ შეიძლება, გუნდმა აიძულოს, მანდატი დატოვოს და პარტიიდან გარიცხონ, ასეთი რამე არ არსებობს. ასეთი მეთოდი არასდროს გამოყენებულა. საქართველოში, ჩვენში არ არსებობს ისეთი რესურსი, რომელიც გამოყენებული იქნება ადამიანის ნების დასათრგუნად, თუმცა ასეთი ორგანიზაციებიც ვიცი, სადაც მარჯვნივ ან მარცხნივ ოდნავ გადახრა პარტიულად ისჯება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. ქართულ მედიაში რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 6-მდე დეპუტატი ტოვებს. ამ დრომდე კომენტარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის დატოვება სურთ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „განხილვები გრძელდება“. ისინი სხვა ზოგიერთ კოლეგასთან ერთად, იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს ხმა არ მისცეს. ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.  

აუცილებელია, არასამთავრობოებმა, არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა, კომერციულმა ორგანიზაციებმა დაფინანსების წყარო გამოაქვეყნონ - ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა, კომერციულმა ორგანიზაციებმა თავიანთი დაფინანსების წყარო და მიზნები გამოაქვეყნონ. ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების ინიციატივაზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ უნდა შეიქმნას ამერიკული FARA-ს ევროპული ანალოგი. „გამჭვირვალობის საკითხზე გარკვეული დამოკიდებულება არსებობს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს განსხვავებული პოზიცია ევროკავშირის ქვეყნებისგან, მაგრამ ვინაიდან, ამ თემამ სერიოზული დაძაბულობა გამოიწვია, კანონპროექტები უკან გავიწვიეთ, მაგრამ აუცილებელია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა, კომერციულმა ორგანიზაციებმა თავიანთი დაფინანსების წყარო და მიზნები გამოაქვეყნონ, როცა ამ თანხას იყენებენ. ეს იქნება საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია და ეს ღია უნდა იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.  

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს - ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს. „ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს. „ნაცმოძრაობა" და მისი რუპორები ცდილობენ ამ თემის შემოტანას, საკითხის გვარებზე გადატანას. თუმცა, ჩვენ მოგვისმენია თვითაღიარება კეზერაშვილის, რომ სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშიც ერევა, მედიაშიც, ფულიც გააჩნია, ბიზნესმენიც არის. რაც შეეხება ვინ და როგორ მოხვდება, აქ სამართლიანობა იქნება მთავარი პრინციპი,"- განაცხადა ვოლსკიმ.  

დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნება, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავს - ვოლსკი

დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნება, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნებათ, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ. მათი მთავარი ამოცანაა, არანაირი ცივილური განხილვა არ იყოს. დიდი ხანია, ისინი ამ რეჟიმში მუშაობენ. ეს არის ადამიანების გუნდი, რომელსაც შეიძლება, რევოლუციური კომიტეტი ვუწოდოთ, რომლის მიზანია სხვა ამოცანების განხორციელება და არა – რეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, 24 მარტს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.  

აქამდე გაცილებით უფრო აგრესიული იყო, ახლა "მელაკუდობა" გადაწყვიტა - ვოლსკი არახამიაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, დავით არახამიამ "მელაკუდობა" გადაწყვიტა. „არხამიას განცხადებები გაცილებით უფრო აგრესიული იყო, მაგრამ ახლა მელაკუდობა გადაწყვიტა, ვითომ არჩევნებს ელოდება. დარწმუნებული ვარ, ისიც იგივე ენერგიითაა ჩართული ამ რევოლუციური, სამოქალაქო დაპირისპირების პროცესების განვითარებაში, როგორც ადრე იყო. იგი გამოზრდილია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, სააკაშვილის მიერ და ზუსტად ამ პოლიტიკას ატარებს, უბრალოდ, ახლა გადაწყვიტა არჩევნებზე ილაპარაკოს. ადამიანი არის ანტიქართული აზროვნების, შინაარსის ადამიანი, რომელიც სიცრუეს ავრცელებს. აქედან გამომდინარე, უტიფარია თვითონ და შესაბამისად მისი განცხადებებიც არის უტიფარი“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, როგორც დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება და ქართველი ხალხი აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროპულ მომავალს, თუმცა არა ამ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება.  

ნებისმიერი მისია დაადასტურებს, რომ დემოკრატიაში არავითარი უკუსვლა არაა - ვოლსკი

ნებისმიერი მისია დაადასტურებს, რომ დემოკრატიაში არავითარი უკუსვლა არაა, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ამერიკელი სენატორების ჯინ შაჰინის და ჯიმ რიშის განცხადებას, რომლებიც დემოკრატიული წინსვლის შეჩერებაზე საუბრობენ და სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვენ 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია შეიქმნას. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნა საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის - სენატორების წერილი ბლინკენს „დემოკრატიაში უკუსვლა, ადამიანის გატყავება და ამას პირდაპირი გაგებით ვამბობ, წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო, როცა მათი სალოლიავებელი მიშა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. უამრავი ადამიანი მკვლელებად და მწამებლებად აქციეს, ასეთი მართვა იყო. წინსვლა არ გექნებოდა სამსახურში თუ სადისტი არ იყავი. რაც შეეხება არჩევნებს, ყველა, მათ შორის, ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, ითხოვდა, რომ პროპორციული იყოს, არათუ პროპორციული იქნება, ელექტრონულად ჩატარდება. თუკი ვინმემ დაარღვია და გააყალბა, ეს იყო პარალელური დათვლა, რომელიც ჩაატარა ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სამი თვის მერე აღიარა, მას მერე რაც რევოლუციამ განვითარება ვერ ჰპოვა, თორემ შეტევა, ცეცხლი, დავი-დარაბა ხომ იყო? (თამარ) ჟვანია აღმოჩნდა მართალი და მტყუანი - პარალელურად დამთვლელი ორგანიზაცია. აი მაშინ შაჰინს თავის მკაცრი განცხადება უნდა გაეკეთებინა და დღესაც მისი განცხადება გაცილებით ავტორიტეტული იქნებოდა. რაც შეეხება მეთვალყურეობის თემას, არჩევნებზე მეთვალყურეობა აუცილებელია იმის მიუხედავად, რომ სულ რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი იყოს მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია, ვერანაირად ვერ შეძლებენ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, სისტემაა ასეთი,"- განაცხადა ვოლსკიმ. სენატორი შაჰინი საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე: ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და გავგზავნით დამკვირვებლებს USAID-ის ხელმძღვანელი საქართველოზე: ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ  

სააკაშვილი, პრაქტიკულად, თავისი პოლიტიკური გარემოცვის მძევალია - ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად არის თავისი პოლიტიკური გარემოცვის მძევალი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებისა და სააკაშვილის გარემოცვის შემდგომი რეაქციის შეფასებისას განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი „სააკაშვილის პოლიტიკური გარემოცვა არა თუ ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე, არამედ ინტენსიურად მოუწოდებდა და დღესაც მოუწოდებს, რომ მან თვითდაზიანების რეჟიმი არ შეწყვიტოს, ვინაიდან ეს ეჩვენებათ ერთ-ერთ ყველაზე ქმედით მექანიზმად იმ სტრატეგიაში, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია რევოლუციურ სტრატეგიას ვუწოდებთ“, - განაცხადა ვოლსკიმ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

არ შეიძლება, ცესკოს თავმჯდომარე მუდმივად ექვსი თვით იყოს არჩეული - ვოლსკი

არ შეიძლება, ცესკოს თავმჯდომარე მუდმივად ექვსი თვით იყოს არჩეული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „პრეზიდენტს იმის რესურსი აქვს, საკითხზე კონსულტაციები მაინც გამართოს. ცესკო-ს საქმიანობაზე კარგი გამოცდილება, საერთაშორისო შეფასებები როცა არსებობს, პრეზიდენტის მხრიდან არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია ამის დაუფასებლობა, დაუნახაობა და მცდელობის გარეშე დატოვება, იქნებ, შეთანხმება მოხდეს. არ შეიძლება, ცესკო-ს თავმჯდომარე მუდმივად ექვსი თვით იყოს არჩეული, როცა მის წინაშე სერიოზული ამოცანებია. ყველა არჩევნებზე ცესკომ მაღალი კვალიფიკაცია აჩვენა, რაც მისასალმებელია. ადამიანი ამ თანამდებობაზე დანიშვნას როცა იმსახურებს და აქცენტების გადატანას ცდილობ, თურმე ოპოზიციის გარეშე ცესკო ვერ უნდა დაკომპლექტდეს და ამავე დროს, მობილიზებულია, საბოტაჟი გაუწიოს პროცესს, ამას სხვა პოლიტიკური კულტურა სჭირდება. ოპოზიციამ ეს ამ დრომდე ვერ გამოიჩინა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. 10 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.  

კარგია, რომ რუსულმა ავიაკომპანიამ აფხაზეთი და ცხინვალი ამოიღო სიიდან, სადაც ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყვნენ ნახსენები - ვოლსკი

კარგია, რომ რუსულმა ავიაკომპანიამ აფხაზეთი და ცხინვალი ამოიღო იმ სიიდან, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყვნენ ნახსენები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ავიაკომპანია „აზიმუტმა" ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო „მთავარია, კომპანიები არ იყოს სანქცირებული. ადამიანი, რომელიც დღეს რუსეთის ბიუჯეტიდან იკვებება, ის რომ ამ კომპანიის სანქცირებაზე საუბრობს, ეს შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც დღეს გაგვაჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო. რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის წინააღმდეგ, 14 მაისს პეტიცია გავრცელდა, რომელსაც მოქალაქეები აწერენ ხელს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, რომელიც 15 მაისს გავრცელდა, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

ლავროვის შვილი აქ არ უნდა ჩამოვიდეს - ვოლსკი

არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ, არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი და არ უნდა ჩამოვიდეს მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორი ქვეყნების სიებით იხელმძღვანელოს საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია „ლავროვი არის ერთ-ერთი ლიდერი იმ აგრესორი ქვეყნის, რომელიც ჩვენი ხელმოწერით გაირიცხა ევროპული სტრუქტურებიდან, ფორმატებიდან, გადაეცა ჰააგის ტრიბუნალს. ახლახან რეიკიავიკში ხელი მოვაწერეთ რეზოლუციას, რომ რეესტრი შედგეს, რა ზარალი მიაყენა უკრაინას რუსეთმა, რომ შემდეგ ამას მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ა.შ. ძალიან მკაფიო, ჩამოყალიბებული და ხისტი პოზიცია გვაქვს. მოვიგეთ ჰააგა, მოვიგეთ სტრასბურგი. როცა მამისთვის შვილს სთხოვ პასუხს, ის თავაწეულობა, ის მხარგაშლილობა, რაც ქართველს ახასიათებს, ქართულ საზოგადოებას ახასიათებს, მის ტრადიციასა და ყოფას, ამასთან დაკავშირებით სუსტად გამოვიყურებით. ევროპულობას და ჩვენს პოზიციას ის ამტკიცებს, რაც მოგიყევით. ცუდია, არ მომწონს, არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ. არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი და არ უნდა ჩამოვიდეს მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს 19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.  

რუსეთისთვის სანქციების დაწესება გამოიწვევს საპირისპირო სანქციებს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს - ვოლსკი

რუსეთისთვის სანქციების დაწესება გამოიწვევს საპირისპირო სანქციებს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ რადიკალური ოპოზიციის მიერ ყვარლის ტბასთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. „ეს არის ამორალური საქციელი და მიმართულია იმ გეგმის განვითარებისკენ, რასაც ჰქვია რევოლუციური პროცესის, დაპირისპირების ორგანიზება საქართველოში. რუსეთის ფედერაციისთვის დღეს სანქციების დაწესება გამოიწვევს საპირისპირო სანქციებს, რაც რასაკვირველია, საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის. ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამოვდივართ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის, თანამოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენა არის ის, რაც აუცილებელია მათთვის“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს, დილიდან მიმდინარეობდა. ისინი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარიას“ ჩართეს.  

რუსეთმა მიიღო ფრენების აღდგენის და შეწყვეტის გადაწყვეტილებაც - ვოლსკი

რუსეთმა მიიღო როგორც ფრენების შეწყვეტის, ისე აღდგენის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება, პასუხი მოვითხოვოთ. მე შევუთვალო, მერე იმან თქვას. ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობები შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა და მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია, რაც საქართველოს დაანგრევს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ყველა გადაწყვეტილება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე, რუსეთმა მიიღო როგორც ფრენების შეწყვეტის, ისე აღდგენის გადაწყვეტილება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომ თითქოს, „საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებასთან და საჰაერო მიმოსვლის ნორმალურად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები“, დღეს საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის რიგ წარმიმადგენლებს მოუწოდა, ნუ შეჰყავთ ხალხი შეცდომაში. საქართველოსთან პირდაპირი ფრენებისა და ვიზების გაუქმების საკითხზე პუტინმა რუსული საზოგადობრივი ორგანიზაციის, „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა. „მეგონა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დასვა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და ჩვენ ეს შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა 26 მაისს. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

საზოგადოება პრეზიდენტისგან ელემენტარულ განმარტებას მაინც ელოდებოდა, რას შეუწყობს ხელს გვარამიას შეწყალება - ვოლსკი

გვარამიას მხრიდან დანაშაული იყო ჩადენილი და სალომე ზურაბიშვილის მიერ ასე აუხსნელად მიღებული გადაწყვეტილება იყო უსამართლო, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „უკანონო პატიმრობა ნამდვილად არ იყო, ჩადენილია სერიოზული დანაშაული. ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლომდე არმისვლა იყო ის თემა, რისთვისაც იღვწოდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები. დანაშაული იყო ჩადენილი და სალომე ზურაბიშვილის მიერ ასე აუხსნელად, ყოველგვარი კომენტარის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება იყო უსამართლო, გარდა ამისა, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ, რომელიც მისგან ელემენტარულ განმარტებას მაინც ელოდებოდა, რას შეიძლება, ამან ხელი შეუწყოს, თუმცა შემდეგ დეგნანმა დააზუსტა, რომ ეს დეპოლარიზაციისთვის მოხდა. ვნახოთ, რამდენად დიდი რესურსი გამოიტანა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების სისტემიდან დეპოლარიზაციის ამოცანისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. რაც შეეხება კითხვას, როგორი მოლოდინი აქვს, წავა თუ არა გვარამია პოლიტიკაში, გია ვოლსკიმ აღნიშნა: „ყოველ შემთხვევაში, უცხოდ არ მიაჩნია, პოლიტიკაში იყო მუდმივად. უფრო რელევანტური იქნებოდა, გეკითხათ, პოლიტიკიდან გასვლის წინაპირობას თუ ხედავთო. პოლიტიკაში იყო მუდმივად, როცა იყო ტელევიზიის ხელმძღვანელი, პროკურორი. რეალურად, პოლიტიკიდან არასდროს გასულა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ზურაბიშვილმა ხსენებული გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.